| თეთრი სახლი ამერიკულ ეკონომიკაში ინვესტიციების უსაფრთხოებაში დარწმუნებულია | | მსოფლიოს ამბები |
აშშ-ის ადმინისტრაცია ამერიკულ ეკონომიკაში ინვესტიციების უსაფრთხოებაში დარწმუნებულია, განაცხადა ორშაბათს, 8 აგვისტოს, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ. საერთაშორისო სააგენტო „სტანდარდ ენდ ფაუერსის“ მიერ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის უმაღლესი AAA-დან AA+-მდე შემცირების გადაწყვეტილების თაობაზე მრავალრიცხოვან შეკითხვებზე პასუხის გაცემისას კარნიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „აშკარად რჩება AAA დონის ქვეყნად შესაბამისი ეკონომიკით“. ჩვენ მსოფლიოში ინვესტიციების თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო ადგილი ვართ. ასეა დღეს და ასე იყო გასულ კვირას“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
|
განათავსა - Drakula | 09 აგვ. 2011, 22:51 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ახალ ზელანდიაში ალფრედ ჰიჩკოკის პირველი ფილმი იპოვეს | | მსოფლიოს ამბები |
ახალ ზელანდიაში ცნობილი რეჟისორის ალფრედ ჰიჩკოკის პირველი ფილმი აღმოაჩინეს. ველინგტონში ახალზელანდიური კინოარქივის თანამშრომლები ფილმს, რომელიც დაკარგულად იყო მიჩნეული, სრულიად შემთხვევით წააწყდნენ. როგორც „რუსული გაზეთი“ აღნიშნავს, აღმოჩენა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 1989 წლიდან (20-ზე მეტი წლის განმავლობაში) არქივში ინახებოდა ძველი ამერიკული ფოტოსურათების შენარჩევი და სწორედ ფირების გარჩევისას იპოვეს სამი კოჭა ფილმით „თეთრი ჩრდილი“. კინოსურათი 1924 წელს რეჟისორმა გრეჰემ კატსმა გადაიღო.
|
განათავსა - Drakula | 06 აგვ. 2011, 18:01 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|