პოლიტიკა: ლონდონში მომხდარი არეულობის გამო დაკავებულთა რაოდენობამ 160–ს მიაღწია | მსოფლიოს ამბები | ||
ლონდონში, კვირა ღამითა და ორშაბათს, დილით მომხდარი არეულობის შედეგად დაკავებული იქნა 100–ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ლონდონის პოლიციის საიტზეა საუბარი. ბოლო მონაცემების თანახმად დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 160 ადამიანს მიაღწია. როგორც პრესს–რელიზშია საუბარი, აქტივისტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცველი ორგანოების 35 თანამშრომელი დაშავდა. მათგან 10 ადამინმა 8 აგვისტოს, ღამით მიიღო დაზიანება. რამდენად სერიუზლი ჭრილობები ჯერჯერობით არ ზუსტდება. ძირითადად, არეულობაში მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა ადამიანების მცირე ჯგუფები, რომლებიც ლონდონის სხვადასხვა ნაწილებში მოქმედებდნენ. BBC News - ის ინფორმაციის თანახმად, ერთერთი ჯგუფის წევრთა რაოდენობა, რომელებიც ბრიკსტონის ცენტრალურ რაიონში გამოდიოდნენ, 200 ადამიანს ითვლის. ამის გარდა, ინციდენტები ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით იქნა დაფიქსირებული. ძირითადად საუბარი მიმდინარეობს ცეცხლის გაჩენასა და მაღაზიების გაძარცვაზე. არეულობა ბრიტანეთის დედაქალაქში ოთხშაბათს, საღამოს, ქალაქის ჩრდილოეთით, ტოტენჰემის რაიონში დაიწყო. მას წინ უძღოდა მშვიდობიანი აქცია, რომლის მიზეზი ადგილობრივი მცხოვრების,შავკანიანი მარკ დაგანას სიკვდილი გახდა,რომელიც დაკავებისას მოკლული იქნა პოლიციის თანამშრომლების მეირ. კვირას, არეულობა მეზობელ, ენფილდის ჩრდილოეთ რაიონში გავრცელდა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3103.html
| |||
განათავსა - consul | 08 აგვ. 2011, 20:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.