ეს საინტერესოა: ინტერნეტ-საძიებო სისტემები მეხსიერების დეგრადაციას იწვევს | მსოფლიოს ამბები | ||
ინტერნეტ-საძიებო სისტემები პირობებს ქმნის იმისათვის, რომ ადამიანებმა სწრაფად დაივიწყონ ინფორმაცია. ადამიანების სულ უფრო მეტი რაოდენობა ენდობა თავის კომპიუტერებს როგორც ერთგვარ „გარე მეხსიერებას“. ეს აღმოაჩინეს ჰარვარდის სტუდენტებმა თავიანთ გამოკვლევაში. ჰარვარდის დაახლოებით 60 სტუდენტს 40 აბსოლუტურად უმნიშვნელო მტკიცებულებები შესთავაზეს, როგორიცაა, მაგალითად „ხამანწკის თვალი მის ტვინზე უფრო დიდია“. მათ უთხრეს, რომ მათ შეუძლიათ მათი დავიწყება, ან დამახსოვრება. ის, ვინც ამჯობინებდა ამ ინფორმაციის შენახვას, თავს არ იწუხებდა მათი დამახსოვრებით თავში, წერს Bloomberg. ინტერნეტის ფართო მისაწვდომობა არააუცილებელს ხდის ბიბლიოთეკაში სიარულს, ფაქტებისა და საჭირო მოსაზრებების პოვნა ხომ ასე მარტივია. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ Google-ის ტიპის საძიებო მანქანები და Amazon.com-ის ტიპის მონაცემთა ბაზრები წარმოადგენს „გარე კოლექტიურ მეხსიერებას“, ჩვენგან განცალკევებულს. ჩვენ ვხდებით სიმბიოზური ორგანიზმები ჩვენს კომპიუტერებთან და შეზრდილები ვართ კომუნიკაციათა სისტემაში. ჩვენ მათზე დამოკიდებულები ვართ მთელ რიგ ჩვენს კომპოტენეციებში, ვიღებთ ჩვენი ცოდნის მნიშვნელოვან ნაწილს მეგობრებისა და კოლეგებისაგან და ვკარგავთ მას, თუ იგი მისაწვდომობის ფარგლებს გარეთაა. კოლუმბიური უნივერსიტეტის სხვა გამოკვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები ბევრად უფრო კარგად იმახსოვრებენ იმას, თუ სად ინახავენ ინფორმაციას, ვიდრე თავად ინფორმაციას. წყარო - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3082.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 აგვ. 2011, 18:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.