ეკონომიკა: S&P: აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის აღდგენას შეიძლება 10-ზე მეტი წელი დასჭირდეს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის აღდგენას შეიძლება 9-დან 18-მდე წელი დასჭირდეს. აშშ-ის ფინანსურ პერსპექტივებს ასეთი შეფასება მისცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-ის(S&P)მმართველმა დირექტორმა ჯონ ჩემბერსმა, იტყობინება ABC News. მან ასევე მიუთითა უახლოეს ორ წელიწადში აშშ-ის რეიტინგის შემდგომი შემცირების შესაძლებლობაზე. „რეიტინგის შემდგომი შემცირება შეიძლება მოჰყვეს, თუ აშშ-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება ან გაძლიერდება პოლიტიკური უთანხმოებები“, - განაცხადა დ. ჩემბერსმა. მისი თქმით, რეიტინგის აღდგენის პროცესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დროსა და დიდ ძალისსხმევას მოითხოვს. „თავიდან ხელისუფლებებმა თავიანთი სავალო ვალდებულებების მომსახურების პროცესის სტაბილიზაცია უნდა მოახდინონ და მომავალი ეკონომიკური დაცემა დაძლიონ, შემდეგ კი მკაფიოდ აჩვენონ ფინანსური პრობლემების მიღწევაში კომპრომისის მიღწევის გამბედაობა“, - აღნიშნა დ. ჩემბერსმა. S&P-ის უფროსის აზრით, უახლოეს ორ წელიწადში აშშ-ის რეიტინგის შემდგომი შემცირება 1:3-ს შეადგენს. ამასთან ერთად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ S&P-მა გაანგარიშებებში 2 ტრლნ დოლარის ოდენობის შეცდომა დაუშვა. უწყების თანამშრომელთა აზრით, შეცდომა იმალება ვალის რეიტინგის გაანგარიშებებში მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ, ასევე კონგრესის ძირითად მონაცემთა გაუგებრობაში. მიუხედავად ამისა, აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი ისტორიაში პირველად შემცირდა. მანამდე იგი იმყოფებოდა АААდონეზე, რაც ამერიკის კრედიტუნარიანობის საიმედოობის უმაღლეს დონეზე მოწმობს. ჩამოყალიბებულმა სიტუაციამ საფონდო ბაზრების არასტაბილურობა გამოიწვია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3093.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 აგვ. 2011, 19:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.