პოლიტიკა: ჯონ მაკკეინი იულია ტიმოშენკოს დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი უკრაინის ექსპრემიერის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას ადამიანის უფლებების დარღვევად აფასებს და მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„შეშფოთებული ვარ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო. ეს ქმედებები წარმოადგენს ადამიანის საბაზისო უფლებების დარღვევას, რომელიც დაცული უნდა იყოს ნებისმიერ მოქალაქისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში", - ნათქვამია ჯონ მაკკეინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაკკეინი მიიჩნევს, რომ ტიმოშენკოს დაკავების შედეგები ერთი ადამიანის ბედის ფარგლებს სცილდება და საკითხი ეხება უკრაინის მომავალსა და დემოკრატიას.
სენატორის განცხადებით, უკრაინის ამჟამიდელი ხელისუფლების მოქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის სწრაფვას დემოკრატიის საფუძვლებისადმი და მის მომავალს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში. "მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს პრემიერ-მინიტრი ტიმოშენკო და გარანტირებულად უზრუნველყოს უკრაინის ყველა მოქალქის უფლებები, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად", - ნათქვამია სენატორის განცხადებაში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3085.html
| |||
განათავსა - consul | 06 აგვ. 2011, 18:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.