მეცნიერება-ტექნოლოგიები: NASA-ში დაითვალეს, რამდენი ასტეროიდი ემუქრება ჩვენს პლანეტას | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ასე, ასტრონომთა მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მახლობლად 1-ზე მეტი კილომეტრის მქონე დიამეტრის 1000-ზე ოდნავ ნაკლები რაოდენობის ასტეროიდი იმყოფება, თუმცა მათგან დედამიწასთან მოახლოება სადღაც ნახევარს შეუძლია. რაც შეეხება 100 მეტრიდან 1 კილომეტრამდე დიამეტრის ციურ სხეულებს, ახალი მონაცემებით, ჩვენი პლანეტის არემარეში ასეთი 19 500 ასტეროიდია, და არა 35 000, როგორც ადრე იყო მიჩნეული. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომლებმაც უნდა აჩვენოს, საჭიროა თუ არა დედამიწისათვის ასტეროიდული საშიშროების ამჟამად არსებული შეფასებების გადახედვა. შეგახსენებთ, რომ ახალი კოსმოსური ობიექტების ძიების მისიას ეწოდება NEOWISE. აღნიშნული აბრევიატურა იშიფრება როგორც NEO - Near-Earth Object, WISE- თავად ტელესკოპის სახელი. ღირებულება ინფრაწითელი ტელესკოპისა Wise, რომელიც დედამიწისახლო ორბიტაზე 2009 წლის ბოლო იქნა გაშვებული, 320 მილიონ დოლარს შეადგენს. წყარო - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3526.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ოქტ. 2011, 20:27 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 1 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.