საზოგადოება: წელს, მსოფლიოს მასშტაბით 82 ჟურნალისტი იქნა მოკლული | მსოფლიოს ამბები | ||
წელს, მსოფლიოში, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 82 ჟურნალისტი დაიღუპა. ასეთი სტატისტიკა ვენის პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ელისონ მაკენზიმ წარმოადგინა. ტაივანში გამართულ მედიაფორუმზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ პრესის წარმომადგენლებისათვის სამუშაოდ ყველაზე საშიში ადგილი მექსიკაა. მიმდინარე წლის განმავლობაში იქ 10 რეპორტიორი იქნა მოკლული, რომლებიც კრიმინალური ნარკოდაჯგუფებების მოქმედებებს იკვლევდა. ამასთან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება გახდა ირანში 8 ჟურნალისტის გარდაცვლაების მიზეზი. მესამე ადგილზე პაკისტანია, სადაც სიცოცხლეს მედიის 6 თანამშრომელი გამოასალმეს. მაკენზის თქმით, ჟურნალისტებისთვის საშიშ ადგილად ითვლება ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, ისეთი ქვეყნები როგორიცაა, ლიბია, ტუნისი და ეგვიპტე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3499.html
| |||
განათავსა - consul | 26 სექ. 2011, 19:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.