ეკონომიკა: გერმანელებმა მარკის აღდგენის სურვილი აღიარეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ერთი წლის წინ თანაფარდობა თანაბრად საწინააღმდეგო იყო: 50 პროცენტი ევროს შენარჩუნებას უჭერდა მხარს, ხოლო 47 პროცენტს მარკის დაბრუნება სურდა. როგორც გაზეთი წერს, გერმანიის მაცხოვრებელთა აზრზე გავლენა, პირველ რიგში, ევროპის სავალო კრიზისმა მოახდინა. გერმანული მარკის მიმართ უდიდესი სიყვარული გამოავლინეს ლიბერალური თავისუფალი დემოკრატიული პარტიის მომხრეებმა (70 პროცენტი), მათ მოსდევენ სოციალ-დემოკრატების მიმდევრები (53 პროცენტი) და „მემარცხენეები“ (52 პროცენტი). ევროს მხარდასაჭერად გამოვიდნენ მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მომხრეები (55 პროცენტი) და „მწვანეები“ (61 პროცენტი). აზრები გაიყო ევროკავშირში გერმანიის წევრობის მიზანშეწონილობის თაობაზეც. გამოკითხულთა 46 პროცენტმა თქვა, რომ პირადად მათთვის ეს წევრობა ხელსაყრელია, 40 პროცენტმა უფრო მეტად შეიგრძნო ევროინტეგრაციის ნაკლოვანებები, ვიდრე უპირატესობები. ევროკავშირის მიმართ უდიდესი სკეპტიციზმი გამოავლინეს ლიბერალების მიმდევრებმა (63 პროცენტი „წინააღმდეგ“, 27 პროცენტი - დადებითი პასუხი) და სოციალ-დემოკრატებმა (46 და 40 პროცენტი, შესაბამისად). ევროინტეგრაციას მხარს უჭერენ ქრისტიან-დემოკრატების (57 პროცენტი), „მემარცხენეების“ (58 პროცენტი) და „მწვანეთა“ (63 პროცენტი) მიმდევრები. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3527.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ოქტ. 2011, 20:28 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.