| ოშკი ძეგლთა მსოფლიო ფონდის სიაში მოხვდა | | საქართველოს ამბები |
შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამოჩენილი ქართული ძეგლი - ოშკის ტაძარი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) 2012 წლის სიაში მოხვდა. ამის შესახებ კავკას-პრესს ჩუბინიშვილის სახელობის ძეგლთა დაცვისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ცენტრში შეატყობინეს.
|
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:12 | კომენტარები | კულტურა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| სააკაშვილი: საფრანგეთმა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე „გვიშვილა“ | | საქართველოს ამბები |
საფრანგეთმა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე, შეიძლება ითქვას, საქართველო „იშვილა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში, როდესაც თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. „მე ვერ შევძლებდი იმაზე უკეთ სარკოზის განცხადების ტექსტის დაწერას, ვიდრე მან დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე წარადგინა. ეს საქართველოსა და მისი ევროპული მისწრაფების უპირობო მხარდაჭერა იყო“, - ხაზი გაუსვა მან.
|
განათავსა - Drakula | 08 ოქტ. 2011, 19:30 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|