პოლიტიკა: გიგა ბოკერია: კარგია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ისე გრძნობს თავს როგორც ევროპაში | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „იმ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც ევროპაში დაბრუნება ეწოდება, ჩვენ ბარიერები გვაქვს და ძლიერი მოკავშირეები გვჭირდება. დღეს თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს ლიდერი გამოვიდა და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში ისე გრძნობს თავს როგორც ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ აქამდე გზა უკვე განვლილია. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერი, რომლის სიტყვასაც წონა აქვს და რომელმაც 2008 წლის აგვისტოში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ასე გრძნობს თავს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მან საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლაში კიდევ ერთი მომენტი გამოყო, კერძოდ, ნიკოლა სარკოზის სიტყვები იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი უკვე აღარასდროს აღორძინდება და არავინ დადგება ხალხის გზაზე, რომელიც თავისუფლებას ირჩევს. „გასაგებია, ვის საპასუხოდ თქვა მან ეს“, - განაცხადა ბოკერიამ. როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სჭირდება ერთიანობა ფუნდამენტურ საკითხში და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რომლის გამოხატულებასაც ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3606.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 ოქტ. 2011, 19:27 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.