aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 პოლიტიკა: სააკაშვილი: საფრანგეთმა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე „გვიშვილა“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საფრანგეთმა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე, შეიძლება ითქვას, საქართველო „იშვილა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პირდაპირ ეთერში, როდესაც თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. „მე ვერ შევძლებდი იმაზე უკეთ სარკოზის განცხადების ტექსტის დაწერას, ვიდრე მან დღეს თბილისში თავისუფლების მოედანზე წარადგინა. ეს საქართველოსა და მისი ევროპული მისწრაფების უპირობო მხარდაჭერა იყო“, - ხაზი გაუსვა მან.



სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირში შესვლა ნიშნავს, რომ „ვერავინ შეძლებს ჩვენს შეჭმას, განადგურებას“. „ჩვენ პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, ბულგარეთის და ა. შ. მხარდაჭერა გვქონდა, მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ ბუქარესტში ჩვენ ნატოში შესვლაზე უარი გვითხრა გერმანიამ და საფრანგეთმა და ახლა სარკოზიმ ყველა მოაბრუნა ისე, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა უზრუნველყოფილი გვაქვს, ეს კი თითქმის გადამწყვეტი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა მან.


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის არ ეშინია, რადგან საქართველოში არაა მეხუთე კოლონა და ხალხი ერთიანია. „ვფიქრობ, რომ რუსეთი ჩამოინგრევა და ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რასაკვირველია, მათზე თავდასხმას არ ვაპირებთ, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ჩვენს ტერიტორიებზე უარს ვიტყვით“, - აღნიშნა მან.


სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა ქვეყნის გაერთიანებაა და ამისათვის ერის ერთიანობა და საერთაშორისო მხარდაჭერაა აუცილებელი. „ეს ყველაფერი არის და ახლა შედეგების მიღწევაა საჭირო“, - აღნიშნა მან.


საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის მოსახლეობას იმისათვის, რომ იგი გუშინ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან შეხვედრაზე მოვიდა. „ვარდების რევოლუციის შემდეგ ამდენი ხალხი არ მინახავს“, - ხაზი გაუსვა მან.


არაოფიციალური მონაცემებით, თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გუშინ, 7 ოქტომბერს, 100 000-მდე ადამიანი შეიკრიბა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3608.html
განათავსა - Drakula | 08 ოქტ. 2011, 19:30 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: საფრანგეთმა ნატოსა და ევროკავშირის გზაზე „გვიშვილა“" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian