საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეთა პრიორიტეტებს შორის ტერიტორიულმა მთლიანობამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() რესპონდენტებს ასევე მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსები არასაკმარისად საუბრობენ პირველ ორ საკითხზე. კერძოდ, გამოკითხულთა 62%-მა პრიორიტეტულად სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა, 42%-მა - ფასების შემცირების აუცილებლობა, 31%-მა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, 31%-მა - სიღარიბის დაძლევა. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 44% აცხადებს, რომ პოლიტიკოსები არასაკმარისად საუბრობენ სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; 62%-ს მიაჩნია, რომ არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ქვეყანაში ზრდადი ფასების საკითხს, 54%-ს მიაჩნია, რომ ყურადღება არ ეთმობა სიღარიბის თემას. შეკითხვაზე, „არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?“, გამოკითხულთა 45%-მა დადებითად უპასუხა, 39%-მა - უარყოფითად. შედარებისათვის, ამავე შეკითხვაზე NDI-ის მიერ მარტში ჩატარებული გამოკვლევის მსვლელობაში უარყოფითად უპასუხა 44%-მა, დადებითად კი - 39%-მა. ამასთან ერთად, ლუის ნავარომ აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ შედარებით უფრო დადებითი განწყობის მიუხედავად, მოსახლეობა ხელისუფლებებისაგან მეტ ანგარიშვალდებულებას მოითხოვს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3616.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ოქტ. 2011, 18:51 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.