კულტურა: ოშკი ძეგლთა მსოფლიო ფონდის სიაში მოხვდა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ცენტრში აღნიშნეს, რომ ქართული ძეგლის მდგომარეობის თაობაზე შეშფოთებას უკვე კულტურის ძეგლთა დაცვის გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ. კულტურის ძეგლთა მსოფლიო ფონდის ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. 1996 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ფონდი კულტურის იმ ძეგლების სიას აქვეყნებს, რომლებიც განადგურების ზღვარზეა და მათ გადასარჩენად საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს, დონორებსა და მასმედიას მიმართავს. სტატისტიკით, ამ ძეგლების 80 პროცენტზე მსოფლიო ფონდის ჩარევის შემდეგ დაწყებულია სარესტავრაციო ან საკონსერვაციო სამუშაოები. წელს არჩეულია 67 ძეგლი 40 ქვეყანაში. მათ შორისაა ოშკის ტაძარი, რომლის თაობაზეც მსოფლიო ფონდმა სპეციალური საიტი შექმნა - www.wmf.org/project/oshki. მომზადებულია სპეციალური პლაკატებიც. ამასთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს, 16 საათზე, ჩუბინიშვილის სახელობის ძეგლთა დაცვისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ცენტრში (თაბუკაშვილის ქ. #5) პრეს-კონფერენცია გაიმართება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3622.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:12 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.