| მოსკოვი ცხოვრებისათვის მსოფლიოს ყველაზე არაპრაქტიკული მეგაპოლისია | | მსოფლიოს ამბები |
საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, მოსკოვი 70-ე ადგილზეა მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის მიხედვით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული მეურნეობის რუსული აკადემიის სიტუაციური მონიტორინგისა და რეგიონალური გამოკვლევების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე სავჩენკომ რუსეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე. „საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, მოსკოვს საკმაოდ საპატიო, 21-ე ადგილი უკავია როგორც შესაძლებლობათა ქალაქს, მაგრამ, ამავდროულად, ცხოვრების ხარისხის შორის მსოფლიო ქალაქებს შორის მხოლოდ 70-ე ადგილზეა“, - განაცხადა სავჩენკომ.
|
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:17 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ფოთში აეროპორტის მშენებლობა დაიწყო | | ბიზნესი და ეკონომიკა |
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 14 სექტემბერს, ქალაქ ფოთში აეროპორტის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც იდეალურად ჯდება რეგიონის განვითარების სტრატეგიაში“, - თქვა მან გუშინ ფოთში აეროპორტის მშენებლობის საძირკვლის ჩადების ცერემონიაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ფოთის განვითარებისათვის უკვე დაწყებულია ფოთის გადაიარაღება, გაზიფიცირებულია ქალაქი, გაუმჯობესებულია წყალმომარგება და ამით შეიქმნა ინფრასტრუქტურა ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარებისათვის.
|
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 18:55 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|