| ამერიკელები ბენზინზე რეკორდულად მაღალ თანხას დახარჯავენ | | მსოფლიოს ამბები |
2011 წლის განმავლობაში ამერიკელები ბენზინზე 491 მილიარდ დოლარს დახარჯავენ, - იტყობინება გაზეთი The Los Angeles Times. ეს თანხა აშშ-ის ისტორიაში რეკორდული გახდება, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ბენზინის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანა დღეში 157 ათასი ბარელით ნაკლებს ხარჯავს წინა წელთან შედარებით. ეს ბევრად ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების სახელმწიფო პროპაგანდას უკავშირდება, რომელიც 2008 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ დაიწყო.
|
განათავსა - Drakula | 19 სექ. 2011, 19:44 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| სააკაშვილი: სანამ ზოგიერთი ყბედობს და ეკლესიასთან ბრძოლაში გვადანაშაულებს, ჩვენ ტაძრებს ვაშენებთ | | საქართველოს ამბები |
სანამ ზოგიერთი პოლიტიკოსი ყბედობს იმაზე, რომ მთავრობა, ვითომ-და, ეკლესიას ებრძვის, ჩვენ ტაძრებს ვაშენებთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დარიალის ხეობაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სამონასტრო კომპლექსი აშენდა შემოწირულობების შედეგად მიღებული სახსრებითაც აშენდა, მაგრამ თანხის ძირითადი ნაწილი საქართველოს მთავრობამ გამოყო. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეკლესიების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა.
|
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:48 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|