საზოგადოება: მოსკოვი ცხოვრებისათვის მსოფლიოს ყველაზე არაპრაქტიკული მეგაპოლისია | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() მან აღნიშნა, რომ ეს რეიტინგი მკვეთრად ახასიათებს ქალაქის განვითარების საერთო პოტენციალს. „ამავე დროს, (სხვა) საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, მოსკოვს ბოლო - 26-ე ადგილი უკავია მსოფლიო ქალაქებს შორის სან-პაულუს, სტამბულისა და მუმბაის შემდეგ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მიხედვით, ბოლოსწინა ადგილი (25-ე) პეკინის, სან-პაულუსა და მუმბაის შემდეგ - ბიზნესის წარმოების სიმარტიბის მიხედვით“, - დაამატა სავჩენკომ. მან აღნიშნა, რომ ინტელექტუალური პოტენციალისა და ინოვაციების მიხედვით რუსეთის დედაქალაქი მსოფლიო რეიტინგის შუაშია სინგაპურის, ჰონკონგისა და მადრიდის შემდეგ, უკავია რა მე-17 ადგილი. „ასეთივე ადგილი მოსკოვს უკავია ტექნოლოგიური მზადყოფნის მიხედვით ლონდონის, პარიზისა და ტორონტოს შემდეგ“, - დაამატა ცენტრის დირექტორმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ცხოვრებისათვის პრაქტიკულობის მიხედვით მოსკოვს 26-ე (უკანასკნელი) ადგილი უკავია შანჰაის, იოჰანესბურგისა და იმავე მუმბაის შემდეგ. „აშკარაა, რომ ჩამოყალიბებული ტრენდების გამო მოსკოვს პოზიტიური პერსპექტივები არა აქვს. შესაბამისად, საჭიროა ჩამოყალიბებული ტრენდების მიზანშეწონილად შეცვლა“, - დაამატა სავჩენკომ. მან აღნიშნა, რომ სწორედ ამისათვის იქმნება მოსკობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2025 წლამდე პერიოდისთვის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3460.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:17 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.