ეკონომიკა: „ევროპელ დემოკრატებს“ საქართველოში არსებული საინვესტიციო სიტუაცია აღელვებთ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„ევროპელ დემოკრატებს“ საქართველოში არსებული საინვესტიციო სიტუაცია აღელვებთ. როგორც გუშინ, 14 სექტემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა განაცხადა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 203 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მილიონით ნაკლებია, ეს კი საინვესტიციო კრახს ნიშნავს. „საოცარია, მაგრამ საქართველოს მთავრობა 2011 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 1 მილიარდი დოლარის ოდენობით ელის. დაახლოებით ანალოგიური პროგნოზი 2010 წლისთვისაც კეთდებოდა. მაგრამ 1.2 მილიარდის ნაცვლად შარშან ინვესტიციების მოცულობამ 553 მილიონი შეადგინა“, - აღნიშნა მან. ხოკერაშვილის თქმით, კიდევ უფრო ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში 18 ქვეყანამ საქართველოდან უკან საერთო ჯამში 53 მილიონი დოლარი წაიღო. მისი ცნობებით, უდიდესი კაპიტალის, კერძოდ 34 მილიონის გადინება აშშ-ში მოხდა. აღნიშნულმა პროცესმა ავტომატურად გამოიწვია საქართველოში სამუშაო ადგილების შემცირება, რამაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. „ევროპელ დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობა. კერძოდ, ამას ხელს უშლის კერძო საკუთრების დარღვევის ფაქტები, საგადასახადო კოდექსის ხშირი ცვლილებები, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და არაჯანსაღი კონკურენტული გარემო. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3457.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 სექ. 2011, 19:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.