aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ირაკლი ლექვინაძე: სტრატეგიული ობიექტების აქციათა გაყიდვა მათ გამჭვირვალობას გაზრდის Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს მთავრობა გეგმავს ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციები განათავსოს, ხელისუფლებები ამ კომპანიებში თავიანთ წილს 51%-მდე ამცირებენ. ამ დროს, პოლიტიკურ რისკებზე საუბრისას ოპონენტები გადაკვრით მიუთითებენ რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ კომპანიებზე.
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:46 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მელიქიშვილი: რუსეთმა ჩვენი ეკონომიკა გააზარმაცა Business & Economics  Business & Economics 
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა (AFBA) ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიშვილის აზრით, რუსული ბაზარი სივრცეა, რომელიც ქართულ ბიზნესს სხვა ბაზრებთან ერთად სჭირდება. „თუ ამერიკა, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები განვითარებული ეკონომიკით ცდილობენ, რომ თავიანთი პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაიტანონ, ჩვენი მხრიდან ძალზედ არაჭკვიანური იქნებოდა ამაზე უარის თქმა“, - ამბობს ჯანიაშვილი. მაგალითის სახით მას მოჰყავს ღვინის ექსპორტი, რომელიც ამდენი წლის გასვლის შემდეგ ვერაფრით იბრუნებს პოზიციას, რომელსაც ემბარგომდე იკავებდა.
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:46 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 დიდი ბრიტანთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრება Georgian News  Georgian News 
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრება. ამის შესახებ განცხადება გააკეთებული იქნა მანჩესტერში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატები პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძესა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ლიამ ფოქს შორის.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბრიტანელი და ქართველი სამხედროების მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო და ანტიტერორისტული ოპერაციებში.  
Posted by consul | 04 Oct 2011, 20:42 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 საყვარელიძე: სარკოზი შეეცდება გადაარჩინოს როგორც შამფური, ისე მწვადი Georgian News  Georgian News 
პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში ჩამოდის, და არა ექსკლუზიურად საქართველოსთვის. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, სჭირდება იმიჯის შექმნა, რომ მას შეუძლია რთული რეგიონების მონახულება და გარკვეული საკითხების გადაჭრა.
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:41 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბაიდენს სურს იხილოს რუსეთი WTO წევრად World News  World News 
აშშ მხარს უჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და იმედოვნებს ,,ამ საკითხზე რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას". ამის თაობზე ესუბრა ვიცე-პრეზიდენტი ჯიზეფ ბაიდენი რუსეთი ფედერაციის ვიცე-პრემიერს იგორ შუვალოვს ორშაბათს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
Posted by consul | 04 Oct 2011, 20:41 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 სინგაპურში მიმდინარე კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იმყოფება ინგაპურში სამუშაო ვიზიტით. იგი დღეს სიტყვით გამოვიდა ბიზნეს-ფორუმზე ,,Invest in Georgia. The Gateway to Europe", რომლის ორგანიზატორია ,,Financial Times".
Posted by consul | 04 Oct 2011, 20:37 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 პუტინი ახალი სსრკ-სთვის ახალ ფასეულობებს ეძებს World News  World News 
თავის საგაზეთო სტატიაში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების თავმოყრა „ევრაზიის კავშირში“ სურს, იტყობინება Reuters. სტატიაში მოცემულია პუტინის პირველი საგარეო პოლიტიკური ინიციატივა მიმდინარე პერიოდში, როდესაც იგი საპრეზიდენტო თანამდებობაზე დაბრუნებისთვის ემზადება, აღნიშნავს კორესპონდენტი გლებ ბრიანსკი.
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:35 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში სარკოზის ვიზიტი ემოციური და სანახაობრივი იქნება - ელჩი Georgian News  Georgian News 
საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე აცხადებს, რომ თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტის მთავარი მიზანია ქართული ხალხლსადმი სოლიდარობის გამოვლენა.
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:34 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გერმანიის ელჩი: რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალი მესამე ზედმეტია Georgian News  Georgian News 
რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომით შეწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად „მესამე მხარის ჩარევას არ საჭიროებენ“, განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, იუწყება “GHN“. როდესაც იგი კომენტარს აკეთებდა რიგი პოლიტიკოსების მოსაზრებაზე, რომელიც ბერლინის შუამავლად გახდომის უნარს ითვალისწინებს, მან განაცხადა, რომ საჭიროა, რომ რუსეთმაც და საქართველომაც „დიალოგისადმი პოლიტიკური ნება-სურვილი“ გამოავლინონ.
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:34 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 თბილისში გაიმართება კონფერენცია ტელეკომუნიკაციის თაობაზე Business & Economics  Business & Economics 
6 ოქტომბერს თბილისში უკრაინული ტელეკომუნიკაციის კომპანიის ,,რომსატის" მიერ ორგანიზებული იქნება კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება სატელიტური და საკაბელო კავშირების, ინტერაქტიული ტელევიზიის განვითარებას.
Posted by consul | 04 Oct 2011, 20:33 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian