aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: მელიქიშვილი: რუსეთმა ჩვენი ეკონომიკა გააზარმაცა Business & Economics  Business & Economics 
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა (AFBA) ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიშვილის აზრით, რუსული ბაზარი სივრცეა, რომელიც ქართულ ბიზნესს სხვა ბაზრებთან ერთად სჭირდება. „თუ ამერიკა, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები განვითარებული ეკონომიკით ცდილობენ, რომ თავიანთი პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაიტანონ, ჩვენი მხრიდან ძალზედ არაჭკვიანური იქნებოდა ამაზე უარის თქმა“, - ამბობს ჯანიაშვილი. მაგალითის სახით მას მოჰყავს ღვინის ექსპორტი, რომელიც ამდენი წლის გასვლის შემდეგ ვერაფრით იბრუნებს პოზიციას, რომელსაც ემბარგომდე იკავებდა.



მისი თქმით, ქართული პროდუქციის მიზნობრივი ბაზრები კვლავინდებურად დსთ-ის ბაზრებია და მათგან ყველაზე დიდზე - რუსულ ბაზარზე უარის თქმა უაზროა. „გვინდა თუ არა, საქართველოს დსთ-ის ქვეყნებთან თანაარსებობის თითქმის საუკუნოვანი ისტორია აკავშირებს. შესაბამისად, ამ სახელმწიფოებში ქართულ პროდუქციას გარკვეული ნიშა უკავია, რაც ქართული ბიზნესს ბევრად უმარტივებს ოპერირებას. ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან, ნაკლები მარკეტინგული ხარჯების ფონზე, შეიძლება ბევრად უფრო დიდი ეფექტის მიღწევა, ვიდრე სხვა სახელმწიფოში, რომელიც ქართულ პროდუქციას არ იცნობს“, - ამბობს AFBA-ს პრეზიდენტი.


ამავდროულად, პარლამენტის ფინანსურ-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის აზრით, რუსული ბაზარი საკმაოდ საშიშია ქართული კომპანიებისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი ზარალის მოტანა შეუძლია.


„რამდენადაც ქართულ ბიზნესს რუსულ ბაზართან ურთიერთობების გამოცდილება აქვს, ხშირად მას დასტირიან. საქმა ისაა, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი ინტენსიურად ცდილობდა ჩვენი ეკონომიკის გაზარმაცებას და შეძლო კიდეც ეს. ქართული პროდუქციისთვის რუსეთი 70 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ბაზარი იყო. რუსეთმა ეს სივრცე ქართველი მწარმოებლების წინააღმდეგ, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ჩვენი ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის, ქართული პროდუქციისთვის ხელის შეწყობა, რათა მათ მეტი ახალი ბაზარი აეთვისებინათ. ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიეთ. მრავალი საწარმო ტექნოლოგიურად განმტკიცდა და ახალ ბაზრებზე გავიდა“, - აცხადებს მელიქიშვილი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3550.html
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:46 | News »
 

"ეკონომიკა: მელიქიშვილი: რუსეთმა ჩვენი ეკონომიკა გააზარმაცა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian