ეკონომიკა: თბილისში გაიმართება კონფერენცია ტელეკომუნიკაციის თაობაზე | Business & Economics | ||
6 ოქტომბერს თბილისში უკრაინული ტელეკომუნიკაციის კომპანიის ,,რომსატის" მიერ ორგანიზებული იქნება კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება სატელიტური და საკაბელო კავშირების, ინტერაქტიული ტელევიზიის განვითარებას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღებენ სააკბელო, ციფრული და სატელიტური სიგნალების გადამცემი მოწყობილობების მწარმოებელი წამყვანი კომპანიები აშშ-დან, გერმანიიდან და უკრაინიდან. უკრაინის კომპანიის ,,რომსატის" კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის ემზარ დღვილავას განცხადებით, კონფერენციაზე მონაწილეთა ყურადღება გამახვილებული იქნება ისეთ საკითხებზე როგორიცაა საკაბელო, სატელიტური და ინტერაქტიული ტელევიზიის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს სასტუმროებში. ,,საქართველო აცენტს აკეთებს ტურიზმის განვითარებზე, ამიტომ აუცილოებელია, რომ სასტუმროებს მიეწოდებოდეს უმაღლესი ხარისხის სატელევიზიო სიგნალი. ამ მხრივ საქართველოში ძალინ მძიმე მდგომარეობაა',- განაცხადა ემზარ დღვილავამ. კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასტუმრო და საკაბელო კომპანიების წარმომადგენლები. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3542.html
| |||
Posted by consul | 04 Oct 2011, 20:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.