aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ირაკლი ლექვინაძე: სტრატეგიული ობიექტების აქციათა გაყიდვა მათ გამჭვირვალობას გაზრდის Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს მთავრობა გეგმავს ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციები განათავსოს, ხელისუფლებები ამ კომპანიებში თავიანთ წილს 51%-მდე ამცირებენ. ამ დროს, პოლიტიკურ რისკებზე საუბრისას ოპონენტები გადაკვრით მიუთითებენ რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ კომპანიებზე.



ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე აქციების გაყიდვაში პოლიტიკურ საშიშროებას ვერ ხედავს, რადგან კომპანიების საკონტროლო პაკეტები კვლავინდებურად სახელმწიფოს ხელშია და ყველა გენერალური გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს, ინვესტორები კი მხოლოდ დივიდენდებს მიიღებენ. „მთავარია, რომ სახელმწიფომ ეს ობიექტი სრულად არ განახორციელოს და ამის შესახებ კანონშიც მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.


მისი თქმით, ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ გასაყიდი აქციების პაკეტი მხოლოდ ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდეს, ვინაიდან ასეთი განთავსების დროს ფასიანი ქაღალდების მყიდველები ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ხდება.


„ამ პროცესის შედეგად ქართული კომპანიები ვალდებულნი იქნება, განსაზღვრული პერიოდულობით გამოაქვეყნონ ფინანსური ანგარიშები და ეს გაზრდის მათ გამჭვირვალობას, ასევე წილის გაყიდვა ამ კომპანიებს მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს. პირველადი წარმატებული განთავსება კარგი სიგნალი იქნება ინვესტორებისათვის. კრიზისის ფონზე მსოფლიო ბაზრებზე წარმატებული განთავსებისთვის მნიშვნელოვანია მოხერხებული დროის არჩევა, არსებული კრიზისები შესაძლოა კარგიც კი იყოს ბირჟებზე ჩვენი ტიპის ქვეყნების კომპანიების განთავსებისთვის, რადგანაც ასეთ ქვეყნებში კრიზისის გავლენა პატარაა“, - აცხადებს ლექვინაძე.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3551.html
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:46 | News »
 

"ეკონომიკა: ირაკლი ლექვინაძე: სტრატეგიული ობიექტების აქციათა გაყიდვა მათ გამჭვირვალობას გაზრდის" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian