პოლიტიკა: საყვარელიძე: სარკოზი შეეცდება გადაარჩინოს როგორც შამფური, ისე მწვადი | Georgian News | ||
პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში პოლიტიკური ტურნეს ფარგლებში ჩამოდის, და არა ექსკლუზიურად საქართველოსთვის. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, სჭირდება იმიჯის შექმნა, რომ მას შეუძლია რთული რეგიონების მონახულება და გარკვეული საკითხების გადაჭრა. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სარკოზის უნდა ჩამოაყალიბოს იმიჯი, რომ იგი არა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტია და შეუძლია ჩაერიოს ყველა პრობლემაში, რომლებიც ევროპის მასშტაბით წარმოიშობა. „ამასთან, სარკოზი რუსეთთან ურთიერთობებს არ გაართულებს. ეს მის ინტერესებში არ შედის. არ მგონია, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმების თემა კვლავ აიწევა, როგორც პრეტენზია რუსეთის მისამართით. მრავალ ექსპერტს მიაჩნია, რომ სარკოზი ჯარების გაყვანის აუცილებლობის შესახებ ისაუბრებს, მაგრამ ეს არ იქნება განცხადება პრეტენზიისა და მოთხოვნების თვალსაზრისით. ანუ, სარკოზი შეეცდება გადაარჩინოს როგორც შამფური, ისე მწვადი“, - აცხადებს საყვარელიძე. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3548.html
| |||
Posted by Drakula | 04 Oct 2011, 20:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.