![google-translate](images/autotranslate/english/google-translate.gif) Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი საქართველოს გამო აშშ-ს ემუქრებოდა | | Georgian News |
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აღშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მედიამ დაამახინჯა მისი პოზიცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომელიც წამოდგენილ იქნა ცოტახნის წინ გამოცემულ მემუარებში „დიდი პატივი არ არსებობს“, იტყობინება “GHN“. კერძოდ, ზოგიერთი ჟურნალისტი ირწმუნებოდა, რომ რაისი ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ქმედებების დაწყებაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
|
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:00 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| დავით ბაქრაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია სერიოზული ორწლიანი მუშაობის შედეგია | | Georgian News |
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია სერიოზული, ფაქტობრივად, ორწლიანი მუშაობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, იტყობინება “GHN“. „ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხია რუსული დიპლომატიის მცდელობაზე, მთელ მსოფლიოში ეძებოს და იპოვოს ნაურუ და მსგავსი სახელმწიფოები. გასულ კვირას ამგვარი ტიპის დიპლომატიაზე ევროპარლამენტის - ევროპის მთავარი პოლიტიკური და საამომრჩევლო ორგანოს მხრიდან ძალიან კარგი პასუხი გაიცა. ეს რეზოლუცია განსაზღვრავს ევროპის დამოკიდებულებას საქართველოში არსებული პრობლემებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობის მიმართ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
|
Posted by Drakula | 22 Nov 2011, 20:35 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| Facebook საჯარო კომპანია გახდება | | World News |
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook, მისი ერთ-ერთი თანამშრომლოს თქმით, რამდენიმე უახლოესი თვის განმავლობაში აქციების პირველად განთავსებას (IPO) განახორციელებს. „Facebookფორმა S-1-ის მიხედვით განაცხადს ძალიან მალე შეიტანს. შესაძლოა, უკვე შემდეგ თვეში“, - მოუყვა Business Insider-ს წყარომ სოციალური ქსელის შიგნით, რომელმაც დაუსახელებლად დარჩენა ისურვა.
|
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ლეგენდარული ჯგუფის ვოკალისტს კიბო აღმოაჩნდა | | World News |
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის - Bee Gees-ის ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს რობინ გიბს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გასულ სამშაბათს 61 წლის მუსიკოსი ჰოსპიტალიზებულ იქნა კუჭში ტკივილებისა და მსხვილი ნაწლავის ანთების ჩივილით. მან საავადმყოფოში დაახლოებით ხუთი საათი გაატარა, რის შემდეგად იგი სახლში გამოსაჯანმრთელებლად გამოწერეს.
|
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:31 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More... |
|
|