შოუ-ბიზნესი: ლეგენდარული ჯგუფის ვოკალისტს კიბო აღმოაჩნდა | World News | ||
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის - Bee Gees-ის ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს რობინ გიბს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გასულ სამშაბათს 61 წლის მუსიკოსი ჰოსპიტალიზებულ იქნა კუჭში ტკივილებისა და მსხვილი ნაწლავის ანთების ჩივილით. მან საავადმყოფოში დაახლოებით ხუთი საათი გაატარა, რის შემდეგად იგი სახლში გამოსაჯანმრთელებლად გამოწერეს. როგორც ჩანს, ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ შიშებს იწვევს - მასთან ინგლისში სასწრაფოდ ჩამოვიდნენ დედა ბარბარა გიბი და უფროსი ძმა ბარი, გადმოსცემს „ИТАР-ТАСС“ გამოცემა The Los Angeles Times-ზე მინიშნებით. „რობინი ცუდად არის, მისი მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. იგი ყოჩაღად არის, რაც ბევრად მისი თაყვანისმცემლების მხარდაჭერის დამსახურებაა, რომლებიც მას ინტერნეტით წერილებს უგზავნიან. დვინის ცოლი ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს“, - ხაზი გაუსვა ანონიმურობის შენარჩუნების პირობით გიბების ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი. ბოლო დროს რობინ გიბი საკმაოდ დაუძლურებლად გამოიყურება. წელს მუსიკოსი რამდენჯერმე წვებოდა საავადმყოფოში, მიუედავად იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს ეწევა: სპირტიან სასმელებს არ სვამს, კარგად იკვებება, რეგულარულად აკეთებს ფიზიკურ ვარჯიშებს. წარმატების პიკი ტრიო Bee Gees-ისა ბარი, რობინ და მორის გიბების შემადგენლობით 1970-იან წლებზე მოვიდა. „დისკოს მეფეებმა“ აშშ-ის შვიდი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო - „გრემი“ მოიპოვეს. მათ სახელი გაითქვეს არა მხოლოდ როგორც მუსიკალურმა ჯგუფმა, არამედ როგორც სიმღერების ავტორება ბარბრა სტრეიზანდისთვის, სელინ დიონისა და დაიანა როსისთვის. ჯგუფის ბოლო ალბომი 2001 წელს გამოვიდა. ოჯახის უმცროსმა ძმამ ენდი გიბმა წარმატებული სოლო-კარიერა დაიწყო, მაგრამ 1988 წელს 30 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. 2003 წლის იანვარში ფლორიდას შტატში 53 წლის ასაკში მორის გიბი გარდაიცვალა. 2003 წლიდან ძმები ბარი და რობინ გიბები გამოდიან ცალკე ან ერთად, მაგრამ არა Bee Gees-ის სახელით. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3966.html
| |||
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:31 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.