aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი საქართველოს გამო აშშ-ს ემუქრებოდა Georgian News  Georgian News 
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აღშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მედიამ დაამახინჯა მისი პოზიცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომელიც წამოდგენილ იქნა ცოტახნის წინ გამოცემულ მემუარებში „დიდი პატივი არ არსებობს“, იტყობინება “GHN“. კერძოდ, ზოგიერთი ჟურნალისტი ირწმუნებოდა, რომ რაისი ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ქმედებების დაწყებაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.



„ეს აღმაშფოთებელია! ფიქრი იმაზე, რომ მე ქართველთა დადანაშაულება შემეძლო, სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა რაისმა გამოცემა The Weekly Standard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, გადმოსცემს „ამერიკის ხმა“.

„ვფიქრობ, ეს უბრალოდ უზუსტობა არ არის... მართლაც, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმით, რომ რუსები ქართულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროვოცირებდნენ და რომ იგი მათ საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას მისცემდა. მაგრამ ქართველები არანაირად არ არიან დამნაშავეები და ვფიქრობ, ეს ტექსტიდან კარგად ჩანს“, - ახსნა რაისმა გამოცემის მიმოლხილველთან დენიელ ხალპერთან საუბრისას.


პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი ცხინვალში ომით დაინტერესებული იყო.


„რუსებს ეს ომი უნდოდათ... მათ ყველაფერი შესაძლებელი გააკეთეს, ცდილობდნენ რა ქართველთა პროვოცირებას. სამხრეთ ოსეთიდან რუსი მოკავშირეების მიერ ქართული ქალაქების სროლა - სწორედ ეს გახდა ომის დასაწყისი“, - განუცხადა კონდოლიზა რაისმა გამოცემა The Weekly Standard-ს და დააზუსტა, რომ ომის დაწყებაში, კერძოდ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს „ადანაშაულებს“.


„თუმცა იგი მაშინ პრეზიდენტი არ ყოფილა, მაგრამ სწორედ მას ჰქონდა ყოველთვის ყველაზე უხეში დამოკიდებულება ქართველთა მიმართ“, - ახსნა რაისმა ინტერვიუში.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3974.html
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:00 | News »
 

"პოლიტიკა: კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი საქართველოს გამო აშშ-ს ემუქრებოდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian