ეკონომიკა: Facebook საჯარო კომპანია გახდება | ![]() | World News | |
![]() “IPO-ს შესახებ საუბრები Facebook-ის შიგნით ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში გახშირდა, ხოლო ცუკერბერგი არაერთხელ იმეორებდა, რომ ის „მოდის“, რაც მას Facebook-ის ისტორიაში არასდროს უთქვამს“, - დაამატა გამოცემს თანამოსაუბრემ. თუმცა, Business Insider ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს: სხვა წყარომ, რომელიც IPO-ს მსვლელობას იცნობს, თქვა, რომ Facebook-ს ჯერ განთავსების ორგანიზატორი ბანკიც კი არ აურჩევია. ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ სოციალური ქსელი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) ფორმა S-1-ის მიხედვით განაცხადე შეიტანს. გამოცემა ამატებს, რომ Facebook ვალდებულია ან ჩაატაროს IPO, ან თავისი ფინანსური შედეგები არა უგვიანეს 2012 წლის აპრილისა გამოაშკარაოს, ვინაიდან მისი აქციონერების რიცხვი 500 ადამიანს აღემატება. ამჟამად სოციალური ქსელის ღირებულება, მეორად ბაზარზე ცირკულირებადი აქციების ფასიდან გამომდინარე, დაახლოებით 80 მლრდ დოლარად ფასდება. მანამდე ამ თვეში Facebook-ის უფროსმა მარკ ცუკერბერგმა, გამოდიოდა რა „ჩარლი როუზის ტოკ-შოუში“, განაცხადა, რომ მისი კომპანია საჯარო მაშინ გახდება, „როდესაც ამას აზრი იქნება“. „სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ის არაა, რაზეც დღითიდღე ვფიქრობ“, - აღიარა 27 წლის მილიარდერმა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3967.html
| |||
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:32 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.