Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| გუგავა: ამერიკელები "ვარდების რევოლუცია 2–ს" ამზადებენ | | Georgian News |
საქართველოში ამერიკელები "ვარდების რევოლუცია 2–ს" ამზადებენ–ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 8 წლის წინ წინ ჯორჯ სოროსის დაგეგმილმა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულმა "ვარდების რევოლუციამ დისკრედიტაცია განიცადა, ამიტომ ამერეკელებმა ანალოგიურ პროექტზე მუშაობა ისევ დაიწყებს.
|
Posted by consul | 24 Nov 2011, 19:09 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| სააკაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის რეალობა ხდება | | Georgian News |
მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დეკემბერში დაიწყება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ახლახანს გახსნილ სამთავრობო სახლის შენობაში ჩატარებულ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველო ევროპულ ბაზრებზე თავისი პროდუქციის გატანას შეძლებს. „ეს საქართველოს ეკონომიკისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:06 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“ | | World News |
სამშაბათს, 22 ნოემბერს, ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“, რომელიც სავაჭრო სფეროში სპეკულაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ არის მიმართული. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უგო ჩავესმა მოუწოდა ფასებზე ზედამხედველ კონტროლიორებს, გამოიჩინონ სიფხიზლე და არ აჰყვნენ მოსყიდვას მაღაზიების მფლობელთა მხრიდან. „ფრთხილად იყავით კორუფციასთან, არ მისცეთ საკუთარი თავის მოსყიდვის საშუალება“, - გააფრთხილა მან ისინი, მიმართავდა რა ტელეფონით თათბირის მონაწილეებს, რომელიც ახალი კანონის გამოყენების წესებს მიეძღვნა.
|
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:04 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| სააკაშვილი: „რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის დღეები დათვლილია“ | | Georgian News |
საქართველოს განვითარება რუსეთისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა, განაცხადა სამშაბათს, 22 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა. „შეხედეთ, როგორი სტვენით შეხვდნენ პუტინს გუშინ, ეს მათი დასასრულის დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, რომ მათი დღეები დათვლილია. დღეს საქართველომ, როგორც არასდროს, თავისი ტემპი უნდა შეინარჩუნოს. რუსეთში ასევე გამგები ხალხია, რომელიც ჩვენი რეფორმებით აღტაცებულია. მაგრამ არა კრემლში. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად გვაქვს ინფორმაცია“, - აღნიშნა მან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, აზიის ქვეყნები და მეზობლები, აღტაცებულები არიან იმით, თუ რა ხდება საქართველოში.
|
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:02 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|