aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სააკაშვილი: „რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის დღეები დათვლილია“ Georgian News  Georgian News 
საქართველოს განვითარება რუსეთისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა, განაცხადა სამშაბათს, 22 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა. „შეხედეთ, როგორი სტვენით შეხვდნენ პუტინს გუშინ, ეს მათი დასასრულის დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, რომ მათი დღეები დათვლილია. დღეს საქართველომ, როგორც არასდროს, თავისი ტემპი უნდა შეინარჩუნოს. რუსეთში ასევე გამგები ხალხია, რომელიც ჩვენი რეფორმებით აღტაცებულია. მაგრამ არა კრემლში. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად გვაქვს ინფორმაცია“, - აღნიშნა მან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, აზიის ქვეყნები და მეზობლები, აღტაცებულები არიან იმით, თუ რა ხდება საქართველოში.



„ეს შეუქცევადი პროცესია. რატომ გვაქვს ასეთი მხარდაჭერა ევროპაში? ჯერ კიდევ ლეხ კაჩინსკი მეუბნებოდა, რომ მის გარდა ყველა დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ნაწილებად დაიშლებოდა და ჩვენს მთავრობას დაიმხობდნენ. ამბობდნენ, რომ უახლოეს სამ წელიწადში საქართველო, როგორც პოლიტიკური ერთეული, რუქიდან გაქრებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ამას არავინ მოელოდა, ყველა გაკვირვებული და მეტად დაინტერესებულია ჩვენს მხარდაჭერაში“, - თქვა სააკაშვილმა.


„მე დიდი სიამოვნებით ვარ მზად, ჩემი სხეულის ნებისმიერი ნაწილი გავაგზავნო იმისთვის, რომ მათ (რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ) ჩვენი ტერიტორიების თუნდაც ნაწილი დაგვიბრუნონ, ან უფრო კარგი - ყველა ტერიტორია. და რამდენადაც მეყოფოდა ჩემი სხეულის ნაწილები, იმდენ ტერიტორიასაც დავაბრუნებდი“, - თქვა სააკაშვილმა.


„რუს ლიდერებს პიროვნულ დონეზე აქვთ საქართველოს ზიზღი. მათ არა ერთხელ უთქვამთ ეს. მათთვის არც შევარდნაძე იყო სასიამოვნო, არც სააკაშვილი. ისევე, როგორც არ იქნება სასიამოვნო საქართველოს შემდგომი ხუთი პრეზიდენტი ან ხუთი მთავრობა. ეს მათ ასეთი ინსინქტი აქვთ, იმპერიალისტური სურვილებიდან გამომდინარე. და არა მხოლოდ მათ. როგორც უკვე იცით, რუსულმა ეკლესიამ საბჭოთა კავშირის აღსადგენად ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. ისინი ღიად საუბრობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დასრულება სურთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.


„მათ დამოუკიდებელი საქართველოს ნახვა არ სურთ. მათთვის საქართველო მისაღებია მხოლოდ მონის სახით მათთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილის უქონლობით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3976.html
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:02 | News »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: „რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის დღეები დათვლილია“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 September 2024
  • English Georgian