საზოგადოება: წურწუმია: თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი სტანდარტებს არ შეესაბამება | Georgian News | ||
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება და ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ვერ მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა პეტრე წურწუმიამ შეატყობინა. მისი თქმით, ახალო ევროპული სტანდარტების თანახმად, იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღოს, იგი, სულ ცოტა, 3 პირობას უნდა აკმაყოფილებდეს - მატერიალური სახსრებით, ინფრასტრუქტურული ბაზებითა და ადამიანური რესურსით. ამავე დროს, აღნიშნული სასწავლო დაწესებულება არც ერთი ზემოთჩამოთვლილი პუნქტის მიხედვით სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, შედეგად ავტორიზაციის საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ავტორიზაციის საბჭოს წევრები ჟურნალისტებს არ დაუსახელა. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. მათი ინფორმაციით, მათი სასწავლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის არმიცემის შედეგად დაახლოებით 5000 სტუდენტი პრაქტიკულად „ქუჩაში“ აღმოჩნდა. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, 28 სექტემბერს, გვიან საღამოს, მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ეს ამბავი ამცნეს - თქვეს, რომ სტუდენტები სწავლას ვერ გააგრძელებენ, ვინაიდან უნივერსიტეტმა ავტორიზაციის მიღება ვერ შეძლო. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაციები მთელ რიგ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს გააუქმა, კერძოდ შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს“, შპს „კავკასიის აკადემიის ცენტრს“, შპს „საქართველოს საგზაო-საავტომობილო კოლეჯს“, შპს „ინტერფარმ+“-ს, შპს „საერთაშორისო ევროპულმა სასწავლო ინსტიტუტს“, შპს „დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს“, „იბერიის“ უნივერსიტეტსა და „ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტს“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3509.html
| |||
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.