ეკონომიკა: „ოპელი“ საქართველოში ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა | Business & Economics | ||
საქართველოში დარეგისტრირებულ ავტომობილთა შორის რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა „ოპელი“, მას მოჰყვება „მერსედესი“ და „ფოლკსვაგენი“. იზრდება ქალი-მძღოლების რიცხვიც. საერთო ჯამში 2010 წელს საქართველოში 202 ნიშნის მანქანა დარეგისტრირდა. „ოპელი“ 74 025 ერთეულის რაოდენობით არის წარმოდგენილი, „მერსედეს ბენცი“ – 59 701-ით, „ფოლკსვაგენი“ – 38 061-ით, BMW – 32 718-ით, „ფორდი“ – 26 733-ით, „ტოიოტა“ – 17 588-ი-თ. ამასთან ერთად, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია საბჭოური წარმოების მანქანები. ამ დროისათვის 20 307 „მოსკვიჩია“ დარეგისტრირებული. ქალბატონები, როგორც წესი, იაფ პატარა ავტომანქანებს ყიდულობენ. „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მონაცემებით, ქალებს შორის ყველაზე პოპულარული მოდელია Volkswagen Crossover Tiguan. საქმიანი ქალბატონები Audi Q5-ის ანიჭებენ უპირატესობას. წინა წელთან შედარებით, „ფოლკსვაგენების“ მფლობელ ქალთა რიცხვი 35%-ით გაიზარდა, ხოლო „აუდის“ მფლობელ ქალთა რიცხვი - 20 პროცენტით. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3505.html
| |||
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.