გარემო: ფილიპინებში ტაიფუნის გამო 50 ათასი ადამიანი იქნა ევაკურირებული | World News | ||
ძლიერი ტაიფუნი "ნესატი" ფილიპინებს 26 სექტმბერს დაატყდა თავს, რომელმაც ძლიერი ნალექცი გამოიწვია, ელექტროენერგია გათიშა და საწარმოების მუშაობა დაარღვია. ამის შესახებ Associated Press იუწყება. სტიქიის გამო ფილიპინების ხელისუფლებამ 112 ათას ადამიანს, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურ პროვინციებში ცხოვრობდნენ, სახლების დატოვება ურჩია. ხელისუფლების რჩევა უკვე 50 ათასმა ადამიანმა გაითვალისწინა, მათგან უმრავლესობა სპცეიალური ევაკურირებულ ცენტრებში იქნა მოთავსებული. ამ დროისათვის ინფორმაცია ერთი დაღუპულსა და ორი დაჭრილის შესახებ ვრცელდება. ოთხი მეთევზე ოფიციალურად გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ხელისუფლება შიშობს, რომ მალე მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. ტაიფუნის გამო ქვეყნის დედაქალაქ მანილაში მთავრობის დაწესებულებები, სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა. ადგილობრივ აეროპორტებში ძალიან ბევრი რეისი გადაიდო. მუშაობა ფილიპინების სავაჭრო ბირჟამაც შეწყვიტა. Agence France-Presse აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად, ფილიპინებს 20-მდე ტაიფუნი ატყდება თავს, რომელთა შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნესატი" ერთერთი ძლიერი ტაიფუნია. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3503.html
| |||
Posted by consul | 27 Sep 2011, 19:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.