ეკონომიკა: საქართველოში სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობა 30.5 პროცენტით გაიზარდა | Business & Economics | ||
2011 წლის პირველ კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობა, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.5 პროცენტით გაიზარდა და 88.5 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო პროდუქციის გამოშვების მოცულობა 29.7 პროცენტით გაიზარდა და 83.5 მილიონი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, სასტუმრო და სარესტორანო საწარმოების სიდიდეების მიხედვით ბრუნვის მოცულობის ზრდის უდიდესი მაჩვენებელი - 39.7 პროცენტი მსხვილ საწარმოებში აღინიშნა. 24.4 პროცენტით გაიზარდა მცირე საწარმოთა ბრუნვის მოცულობა. პროდუქციის გამოშვების მოცულობაში ზრდის უდიდესი მაჩვენებელი ასევე მსხვილ საწარმოებში დაფიქსირდა - 38.6 პროცენტი. მცირე საწარმოებში ზრდამ 25.6 პროცენტი შეადგინა. იმავე პერიოდში რესტორნებსა და სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობა 4.7 პროცენტით გაიზარდა. მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა რიცხვი 21.7 პროცენტით გაიხარდა, ხოლო მცირე ბიზნესში - 10.5 პროცენტით. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3209.html
| |||
Posted by Drakula | 23 Aug 2011, 17:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.