ეკონომიკა: საქართველო KfW-საგან დამატებით 39 მლნ ევროს მიიღებს | Business & Economics | ||
18 აგვისტოს ბათუმში საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების გერმანულ ბანკს (KfW) შორის გაფორმდება მორიგი შეთანხმება ბათუმის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის 39 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლში მხარეები სამ საგრანტო და ერთ საკრედიტო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რის შედეგადაც საქართველოს ბათუმის წყალკანალის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის დასაწყებად 39 მლნ ევრო გამოეყოფა. დოკუმენტებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და KfW-ის წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. ბათუმის წყალკანალის სისტემის რეაბილიტაციათა პროექტი ითვალისწინებს სამ ეტაპს, რომელთა დასრულებისთანავე ქალაქს სრულიად განახლებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურა ექნება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გერმანიის მთავრობამ 17 მლნ ევრო, მეორეზე - 45 მლნ ევრო გამოყო. მესამე ეტაპზე რეაბილიტაცია ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებსაც შეეხება. პროექტის მიხედვით მიწისქვეშა კომუნიკაციების წესრიგში მოსაყვანად სულ 100 მლნ ევრო დაიხარჯება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3158.html
| |||
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.