ეკონომიკა: „პეგასუსი“: 2011 წლის ზაფხულის სეზონმა რეალურად აჩვენა კრიზისის დაძლევა | Business & Economics | ||
ავიაკომპანიები მიმდინარე ტურისტული სეზონით კმაყოფილები არიან. კომპანია „პეგასუსის“ ქართული წარმომადგენლობის უფროსის ლევან ელიზბარაშვილის თქმით, 2009-2010 წლებისაგან განსხვავებით, 2011 წლის ზაფხულის სეზონმა აჩვენა, რომ საქართველოში კრიზისი დაძლეულია და, ამასთან, რიგი მოქალაქეების დონეზეა დაძლეული. მისი თქმით, ტურისტული სექტორი ამგვარი პროცესებისადმი ძალიან მგრძნობიარეა. როგორც ელიზბარაშვილი აღნიშნავს, წინა წელთან შედარებით, ამ ზაფხულში მგზავრთა ნაკადი 2.5-ჯერ გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ „პეგასუსმა“, რომელიც ევროპისა და თურქეთის მიმართულებით ყოველდღიურ რეისებს ასრულებს, სპეციალურად ზაფხულის სეზონისთვის დაამატა რეისი ანტალიის მიმართულებით. მგზავრთა ნაკადის ზრდის შესახებ ავიაკომპანია „აირზენაშიც“ აცხადებენ. კომპანიის წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის თქმით, სპეციალურად მიმდინარე სეზონისთვის დაემატა რეისები ბათუმიდან ბაქოში, მოსკოვში, კიევში, ტეგერანსა და ისრაელში. რეისები თბილისი-ბათუმის მიმართულებითაც სრულდება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3141.html
| |||
Posted by Drakula | 15 Aug 2011, 21:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.