ეკონომიკა: რვა თვის განმავლობაში აჭარას 1 000 438 ვიზიტიორი ესტუმრა | Business & Economics | ||
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის რვა თვის განმავლობაში აჭარას, საერთო ჯამში, 1 000 438 ვიზიტიორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია. 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტიორთა რიცხვი 2.5-ჯერ გაიზარდა. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას 738 369 ვიზიტიორი ესტუმრა, ხოლო 2009 წლის იმავე პერიოდში - 400 200. 2011 წლის რვა თვის განმავლობაში უცხოელ ვიზიტიორთა რიცხვმა 348 314 შეადგინა, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში და სამჯერ მეტია, ვიდრე იმავე პერიოდში 2009 წელს. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას 242 174 უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა, ხოლო 2009 წლის იმავე პერიოდში - 126 169. უცხოელ ვიზიტიორთა საერთო რიცხვიდან წელს უდიდესი ნაწილი - 39% - თურქეთიდან ჩამოვიდა (ყველა ვიზიტიორის 14%). მეორე ადგილზეა სომეხი ვიზიტიორები (28% და 10%), მათ მოსდევენ აზერბაიჯანის მოქალაქეები (15% და 5%). Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3516.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:14 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.