ეკონომიკა: საქართველომ ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან სასაქონლო ბრუნვა გაზარდა | Business & Economics | ||
2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს გარე სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 645 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 36 პროცენტით აღემატება. მათგან ექსპორტმა 225 მილიონი დოლარი შეადგინა (28 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1 239 მილიონი (38 პროცენტით მეტი). საქართველოს გარე სავაჭრო ბრუნვის საერთო მაჩვენებელში აღნიშნული ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში - 16 პროცენტი, ხოლო იმპორტში - 29 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის 36 პროცენტი მოდის. გაიზარდა საქართველოს საქონელბრუნვის მაჩვენებელი დსთ-ის ქვეყნებთანაც. 2011 წლის იანვარ-აგვისტოში მან 189 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 665 მლნ შეადგინა (69%-ით მეტი), იმპორტმა - 1230 მლნ (30%-ით მეტი). საქართველოს საერთო საქონელბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილმა 33% შეადგინა, მათ შორის ექსპორტის წილმა - 49%, ხოლო იმპორტისა - 29% (2010 წლის მაჩვენებლები - 33, 40 და 30%). დსთ-ის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის (26%) 19% მოდიოდა. 2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთელმა გარესავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარდა) 5687 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3493.html
| |||
Posted by Drakula | 26 Sep 2011, 11:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.