aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ექსპერტი: ახალი მსოფლიო კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს Business & Economics  Business & Economics 
AFBA-ის ექსპერტს მერაბ ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ ახალ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ამგვარად მან კომენტარი გაუკეთა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ჟან-კლოდ ტრიშეს განცხადებას, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ახალი კრიზისი ემუქრება. ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ წინა კრიზისის მსგავსად მომავალი კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს, რამდენადაც მისი ბაზარი მსოფლიო ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული არ არის.



„საქართველოს წინა კრიზისმა დიდი ზიანი არ მიუყენა და ნაკლებსავარაუდოა, რომ მომავალმა მიაყენოს. იმისათვის, რომ კრიზისი ზიანის მომტანი იყოს, შენ მჭიდროდ უნდა იყო ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ეკონომიკაში და მათთან მრავალფეროანი ურთიერთობები უნდა გქონდეს. ჩვენ არა გვაქვს ფინანსური ბაზარი, მაშ რა მოახდენს ჩვენზე ზემოქმედებას? ერთადერთი, რაც მსოფლიო ეკონომიკასთან გვაკავშირებს, ისაა, რომ ჩვენ უცხოური ქვეყნებიდან იმპორტს ვახორციელებთ. კრიზისის დროს პროდუქცია იაფდება, ვინაიდან მასზე მოთხოვნა მცირდება. შესაბამისად, გარკვეულ წილად ამას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია, რადგან იმპორტი ბევრად უფრო იაფი გახდება“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.


მისი თქმით, გაჩნდება ექსპორტთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, მაგრამ მისი მოცულობა იმდენად დაბალია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ამ თვალსაზრისით ასევე ვერ შეძლებს საქართველოზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენას.


აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ ყურადღების ქვეშ თუ არ ავიღებთ მსოფლიო კრიზისს, საქართველო, შიდა პრობლემებიდან გამომდინარე, „ისედაც მუდმივი კრიზისების მდგომარეობაში იმყოფება“.


რაც შეეხება ახალ კრიზისს, მერაბ ჯანიაშვილის თქმით, პორტუგალიაში, ირლანდიასა და საბერძნეთში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მისი დადგომა საკმაოდ რეალური და სავარაუდოა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3495.html
Posted by Drakula | 26 Sep 2011, 19:16 | News »
 

"ეკონომიკა: ექსპერტი: ახალი მსოფლიო კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian