 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| მამუკა არეშიძე: ომი რუსეთმა მოამზადა, საქართველომ კი ბრძოლა დაიწყო | | Georgian News |
კონდოლიზა რაისის განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა საშუალება მისცა რუსეთს ჩაეთრიათ იგი 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციაში, უნისონში მიდის იმ გამონათქვამებთან, რომლებიც მანამდე საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს, მიაჩნია ექსპერტს მამუკა არეშიძეს, იუწყება “GHN“. „მე ამას ხაზს ვუსვამ და ამაში არაფერია გასაკვირი. უბრალოდ საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ელიტას არანაირად არ სურს აღიარება იმისა, რომ მათ არა იმდენად ომი დაიწყეს, არამედ ის, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც რუსეთის პროვოკაციას აჰყვნენ“, - თქვა არეშიძემ „GHN“-თან საუბრისას.
|
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:25 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| „ბილაინმა“ ფიჭური კავშირგაბმულობის ქართული ბაზრის 18% დაიპყრო | | Georgian News |
ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელკომის“ ქართული შვილობილი კომპანია შპს „მობიტელის“ წილმა ფიჭური კავშირგაბმულობის ადგილობრივ ბაზარზე 18%-ს გადააჭარბა, შეატყობინეს „ინტერფაქსს“ საქართველოს კომუნიკაციათა ეროვნულ კომისიაში (GNCC). 2011 წლის დასაწყისიდან „მობიტელმა“ ქვეყნის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე თავისი წილი 13%-დან 18.2%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც კომპანია იმ ავტორიზებული პირების სიაში შევიდა, რომლებსაც ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავიათ“, - თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
|
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:39 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| ეშტონი: საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაში დადებითი წვლილი შეიტანა | | Georgian News |
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში კეტრინ ეშტონი კმაყოფილებას გამოთქვამს ქართული მხარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მსო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს ეხება და აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა ყველა მხარისთვის არის მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ეშტონმა დღეს, 16 ნოემბერს, თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
|
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:35 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|