მეცნიერება-ტექნოლოგიები: „ბილაინმა“ ფიჭური კავშირგაბმულობის ქართული ბაზრის 18% დაიპყრო | Georgian News | ||
ღია სააქციო საზოგადოება „ვიმპელკომის“ ქართული შვილობილი კომპანია შპს „მობიტელის“ წილმა ფიჭური კავშირგაბმულობის ადგილობრივ ბაზარზე 18%-ს გადააჭარბა, შეატყობინეს „ინტერფაქსს“ საქართველოს კომუნიკაციათა ეროვნულ კომისიაში (GNCC). 2011 წლის დასაწყისიდან „მობიტელმა“ ქვეყნის ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე თავისი წილი 13%-დან 18.2%-მდე გაზარდა, რის შედეგადაც კომპანია იმ ავტორიზებული პირების სიაში შევიდა, რომლებსაც ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი სეგმენტი უკავიათ“, - თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ. მისი თქმით, ერთდროულად მობილური კავშირგაბმულობის ორმა წამყვანმა ოპერატორმა - Geocell-მა (შესულია სკანდინავიურ ჰოლდინგში TeliaSonera) და Magticom-მა (მისი მფლობელებია ამერიკული International Telcell Celular LLC დაTelcell Wireless LLC) ბაზარზე თავიანთი წილები შეამცირეს 45%-დან და 42%-დან 41.61%-მდე და 40.19%-მდე, შესაბამისად. GNCC-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „მობიტელის“ ახალი სტატუსი კომპნიას მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს, მათ შორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიხედვით სატარიფო რეგულირებისა და რეგულატორის წინაშე ანგარიშიანობის ნაწილში. „მაგალითისთვის, თუ აქამდე „მობიტელისთვის“ ოპერატორებს შორის ქსელების ურთიერთჩართვაზე ზღვრული ტარიფი დაწესებული არ ყოფილა, 2012 წლის 1 თებერვლიდან იგი 0.11 ლარის ოდენობით იქნება დადგენილი“, - თქვა მან. Geocell-ისა და Magticom-სთვის ზღვრული ტარიფი წინა წლის 1 სექტემბრიდან არის დაწესებული და 0.08 ლარს შეადგენს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3932.html
| |||
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.