საზოგადოება: მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დონალდ ტრამპი საქართველოში 17 დეკემბერს ჩამოვა | Georgian News | ||
ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი საქართველოში 17 დეკემბერს ჩამოვა, თქვა ხუთშაბათს, 17 ნოემბერს, თბილისში ამერიკელი მილიარდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიკლ კოენმა. მისი თქმით, ამ დღეს ტრამპი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში „ტრამპ ტაუერის“ მაკეტის პრეზენტაციაში. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დაიწყება ფინანსების მოზიდვის სამუშაო, რითიც დონალდ ტრამპის პარტნიორი საქართველოში, კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“ დაკავდება. იგი პროექტს განახორციელებს. როგორც კოენმა განაცხადა, „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობა ბათუმში 2013 წელს დასრულდება. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა დონალდ ტრამპმა „სილქროუდ ჯგუფთან“ ხელშეკრულება 2011 წლის მარტში გააფორმა. ხელშეკრულების შესაბამისად, პირველი პროექტი ბათუმში განხორციელდება. ბათუმის „ტრამპ ტაუერში“, სასტუმროსა და საცხოვრებელი ბინების გარდა, კომერციული ფართობები და კაზინო განთავსდება. მეორე შენობა თბილისში აშენდება. ქართული „ტრამპ ტაუერები“ 250 მილიონი დოლარი ჯდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3946.html
| |||
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.