მეცნიერება-ტექნოლოგიები: თბილისის მერმა პირადად ააწყო კომპიუტერი | Georgian News | ||
ერთი უჩვეულო სამუშაო დღე თბილისის მერისთვის გიგი უგულავასთვის დღეს, 16 ნოემბერს, კომპიუტერთა ამწყობ ქარხანაზე დაიწყო. მერმა პირადად ააწყო ქართული წარმოების კომპიუტერი, იტყობინება “GHN“. უგულავას თქმით, მისთვის სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე მიღებული გამოცდილება, ასევე იმ ადამიანთა აზრებთან გაცნობა მნიშვნელოვანია, რომლებიც სხვადასხვა საწარმოებზე მუშაობენ, ვინაიდან ქალაქის მთავრობის მთავარი მოვალეობა სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრაა. „ალგორითმის“ კომპიუტერულ ქარხანაზე 55 ადამიანია დასაქმებული. აქ ყოველდღიურად 500-მდე კომპიუტერის აწყობა ხდება. კომპანიაში ის ნოუთბუქები მზადდება, რომლებიც წელს ყველა პირველკლასელს დაურიგდა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3933.html
| |||
Posted by Drakula | 16 Nov 2011, 19:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.