| აჭარის მემილიონე ტურისტი იტალიელი კომპოზიტორი გახდა | | საქართველოს ამბები |
აჭარის მემილიონე ტურისტის ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც commersant.ge-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ შეატყობინა, აჭარის მემილიონე ტურისტი არის იტალიელი კომპოზიტორი ჯანი კუარანტა, რომელიც საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მას ჯილდო ლამარა ჭყონიას საიუბილეო კონცერტზე გადასცეს, რომელიც ბათუმში 2 სექტემბერს ჩატარდა. აჭარის მემილიონე ტურისტს საჩუქრად მომავალი წლისთვის „Radisson Blue“-ში 10 დღით დასვენების პაკენტი და სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.
|
განათავსა - Drakula | 05 სექ. 2011, 20:10 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ონოფრიშვილი შემდგომაზე ინფლაციის დონის ზრდას წინასწარმეტყველებს | | ბიზნესი და ეკონომიკა |
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შემოდგომიდან ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. როგორც მან სააგენტო „მედიანიუსს“ განუცხადა, ტრადიციულად ზაფხულში ინფლაციის დონე წლის დანარჩენ სეზონებთან შედარებით ასე თუ ისე დაბალია, რამდენადაც ივლისში, აგვისტოში და, ნაწილობრივ, სექტემბერში კვების პროდუქტები ჯერ კიდევ იწარმოება, მეტია სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ფასები ეცემა.
|
განათავსა - Drakula | 04 სექ. 2011, 17:36 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|