საზოგადოება: გია ბურჯანაძე: საქართველოს ხორცის პროდუქტებს ვირის ხორცისგან ამზადებენ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ადგილობრივი ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები ხშირად პროდუქციაში ვირის ხორცს იყენებენ, ამტკიცებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ანტიკორუფციული ცენტრის თავმჯდომარე გია ბურჯანაძე, იტყობინება “GHN“. „ცხენის ხორცის გამოყენება უკვე ჩვეული საქმე გახდა. საუბარია ვირის ხორცზეც, რომელიც პირდაპირ მიდის ნახევარფაბრიკატებზე და ჩემი თვალით ვნახე დაკლული ცხოველი, რომელიც გასაყიდად გამოაქვთ“, - თქვა ბურჯანაძემ გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას. მისი თქმით, ვირის ხორცის საკვებად გამოყენება არ შეიძლება და ეს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. „მის შემადგენლობაში შედის ისეთი ფერმენტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია. როგორი თერმული დამუშავებაც არ უნდა მოხდეს, აქტიური კომპონენტები უცვლელი რჩება. ამიტომ ვირის ხორცს მსოფლიოში არსად იყენებენ. სამაგიეროდ, დარწმუნებულები იყავით, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების უმრავლესობა სწორედ ამ შინაური ცხოველის ფარშისაგან იწარმოება. სხვათა შორის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რა პროცენტი მოდის ხორცით მოწამვლაზე“, - თქვა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3323.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 სექ. 2011, 17:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.