საზოგადოება: რამდენად უსაფრთხოა ბათუმი-თბილისის მარშრუტკები? | საქართველოს ამბები | ||
თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით ცხრა ავტოსადგურიდან ყოველ საათში ერთხელ რამდენიმე მარშრუტკა მიემგზავრება. რამდენად უსაფრთხოა მათში მგზავრობა და კონტროლირდება თუ არა მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა? ამ კითხვით ტელეკომპანია „ტვ-25“-მა როგორც მგზავრებს, ისე გადამზიდებს მიმართა. ნაწილი მგზავრებისა კმაყოფილია სერვისით, ნაწილი დასაჯდომების მოუხერხებლობას უჩივის, უცხოელებს კი მარშრუტკების მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბება აშინებს. მარშრუტკების მგზავრთა რიცხვი, როგორც წესით, მკვეთრად იზრდება ზაფხულის დადგომასთან ერთად. სეზონის მანძილზე ერთი და იგივე მანქანა საშუალოდ 100-120 რეისს ახორციელებს. მძღოლები ამბობენ, რომ მათ საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, ხოლო მანქანის ტექნიკური მდგომარეობისთვის ისინი თავად აგებენ პასუხს. ფირმა „გეგეს“ კონტროლის მენეჯერი აცხადებს, რომ კერძო კომპანიების გარდა გზებზე კონტროლს პრაქტიკულად არავინ ახორციელებს. ხოლო გადამზიდი კომპანიები თავად აწესებენ მგზავრობის ფასებს. ალექსი ზუმბურიძის თქმით, ბათუმის მიმართულებას „ფორდისა“ და „მერსედესის“ მარკების 14 მიკროავტობუსი ემსახურება. მძღოლების ასაკი 30 წელზე მეტია. მძღოლები ამბობენ, რომ ნახევარ წელიწადში ერთხელ მანქანები ტექნიკურ დათვალიერებას გადის, მათ ტარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3330.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 სექ. 2011, 20:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.