ეს საინტერესოა: საქართველოში გაიყიდება ჰალსტუკები... საჭმელად | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() იდეის თანაავტორია პოლიტიკური საბჭოს „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ლევან ჩოლოყაშვილი. როგორც პანფილოვი თავის გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქსზე“ წერს, მან უკვე დააპატენტა გამოგონება ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში „საქპატენტი“. „ჰალსტუკის“ ჭამა საკუთარი ცხოვრების რეფორმირებასა და მისი ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს, ზრდის მასმედიის თავისუფლებასა და დემოკრატიას, ეხმარება ავტორიტარიზმით, საბჭოური მენტალიტეტით, მეზობლების ბედნიერად ნახვის სურვილის უქონლობით ავადმყოფობის დროს. რეკომენდებულია რეგულარული ხმარება სენებისაგან სრულ გათავისუფლებამდე. დამზადებულია ნატურალური პროდუქტებისაგან“, - აღნიშნულია „საჭმელი ჰალსტუკის“ ანოტაციაში.“ ასევე უკვე ცნობილია, რომ ჰალსტუკის დამზადებისათვის მთავარი ინგრედიენტი ტყემალია. სავარაუდოდ „საჭმელი ჰალსტუკები“ გაყიდვაში უახლოეს დღეებში გამოჩნდება, მაგრამ ჯერ არაა ცნობილი, კერძოდ რომელი კომპანია არის დაკავებული ახალი პროდუქცის წარმოებით. საიდუმლოდ ასევე რჩეგა ჰალსტუკის დიზაინიც. აქვე შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს პრეზიდენტი ნერვულ ფონზე საკუთარ ჰალსტუკს ჭეღავდა და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3327.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 სექ. 2011, 20:09 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.