საზოგადოება: ქრისტიან-დემოკრატები: საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება | საქართველოს ამბები | ||
ქრისტიან-დემოკრატების აზრით, ე. წ. საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, მათთვის მიუღებელია ის გარემოება, რომ რეფორმა არ შეეხო არც ერთ კატეგორიას, გარდა მოხუცი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა. მისი თქმით, რეფორმის მიღმა დარჩნენ მე-2 ჯგუფის ინვალიდები, ობოლი ბავშვები, მარჩენალის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების წევრები და სხვა კატეგორიებში შემავალი ადამიანები. „მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, წლების განმავლობაში მათი დიდი ნაწილი მხოლოდ 55 ლარს იღებს, მაშინ, როცა „საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში საარსებო მინიმუმმა 155 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა ანიკაშვილმა. ქრისტიან-დემოკრატები მთავრობისაგან სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვასა და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას მოითხოვენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3474.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.