საზოგადოება: მიხეილ არკადიევი: მე ვბრუნდები რუსეთში და ყველაფრისთვის ვარ მზად | საქართველოს ამბები | ||
ცნობილი რუსი დირიჟორი მიხეილ არკადიევი, რომელმაც გუშინ, 15 სექტემბერს, პრეზიდენტ სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ბრუნდება რუსეთში და ყველაფრისთვის არის მზად, იტყობინება “GHN“. „ეს ჩემთვის დიდი პატივია და მე ვისურვებდი, რომ ეს მომენტი მნიშვნელოვანი იყოს და ინტელექტუალებისა და ინტელეგინვიისთვის თავისებური დიპლომატია გახდეს. მათთვის, ვინც სიძულვილმა არ მოიცვა და ვისაც ყოველთვის უყვარდა საქართველო, მისი კულტურა, მუსიკა - ეს დიდი ერია“, - თქვა რუსმა დირიჟორმა მიხეილ სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების შემდეგ. „იმედი მაქვს, რომ ეს წუთები პირველი მერცხლივით იქნება. მე რუსეთის მოქალაქეობას ვინარჩუნებ, მე რუსი მუსიკოსი ვარ და ჩემთვის ეს დიპლომატიის საქმეა. ამბობენ, რომ არაა პირადი დიპლომატია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის. ხვალ მე რუსეთში ვბრუნდები და ვნახოთ, რა იქნება, მე ყველაფრისთვის ვარ მზად“, - თქვა არკადიევმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3476.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.