aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 პოლიტიკა: გუბაზ სანიკიძე: საქართველო დგას რელსებზე, რომლებსაც დამღუპველ სინგაპურამდე მივყავართ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„ქართული მარში“, რომელიც თბილისში 27 სექტემბერს გაიმართება, მთელ ელექტორატზეა გათვლილი და მისი კარი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის არის ღია, რადგანაც მარშის საშუალებით „სახალხო ფორუმი“ ძალის დემონსტრაციას არ აპირებს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ თქვა.



მან აღნიშნა, რომ მარშის ჩატარება განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით.


„სააკაშვილის მიერ ჩატარებული შიდა ან საგარეო პოლიტიკის, ამერიკანიზაციისა და ქონებრივი საკითხების შედეგად ქვეყანა უფსკრულისკენ მიემართება. დავიწყოთ იქიდან, რომ გარდა თურქეთისა, ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან არა გვაქვს დაზუსტებული საზღვრები. ქართველებმა ქვეყნის ზუსტი ფართობი არ იციან, ყველაფერი ეს კი ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ ამჟამინდელ ხელისუფლებებს, მათთვის უფრო პრიორიტეტულია ინგლისური ენის დე-ფაქტო ენად გამოცხადება. სააკაშვილის განკარგულების გარეშე მუშაობას ვერ დაიწყებ, თუ არ იცი ინგლისური ენა, ხომ არ გიჩნდებათ შეგრძნება, რომ ჩვენ მეორე სახელმწიფო ენა გაქვთ“, - თქვა სანიკიძემ.


მისი შეფასებით, ხელისუფლებები არაქართული მოსახლეობის ქართული ენის სწავლებისთვის არანაირ ნაბიჯებს არ დგამენ.
„ვფიქრობ, რომ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს და ენას არ ფლობს - დებილია“, - აღნიშნა „ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.


„დღესდღეობით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გაუგებარ ბიზნეს-ორგანიზაციებს ქმნიან, უბრალო მოქალაქეებისათვის კი აკრძალულია საქმის დაწყება. ამგვარი ქმედებებით საქართველო დგას რელსებზე, რომლებსაც ჩვენთვის დამღუპველ სინგაპურამდე მივყავართ“, - თქვა სანიკიძემ.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3475.html
განათავსა - Drakula | 16 სექ. 2011, 20:49 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: გუბაზ სანიკიძე: საქართველო დგას რელსებზე, რომლებსაც დამღუპველ სინგაპურამდე მივყავართ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian