ეს საინტერესოა: ჯეიმს ბონდის საათს აუქციონზე უზარმაზარ ფასად გაყიდიან | მსოფლიოს ამბები | ||
ხელის საათი Rolex, რომელსაც „ბონდიანას“ მერვე ფილმში „იცხოვრე და სიკვდილის ნება მიეცი“ ატარებდა ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური, ჟენევაში აუქციონ Christie's-ზე გაიყიდება. ბრიტანული საიდუმლო სამსახურის ცნობილი აგენტის საათი სპეციალურად ფოლადის კორპუსში შესრულებული დაივერის მოდელის - Rolex Oyster Perpetual Submariner-ის საფუძველზე შეიქმნა. საათის უკანა თავსახურზე დატანილია წარწერა „Roger Moore 007“. Christie's-ის შეფასების თანახმად, საათის ღირებულებამ შესაძლოა 220-დან 440 ათასამდე დოლარი შეადგინოს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, საათი პატარა ცირკულარული ხერხითა და მაგნიტური ველის მძლავრი გენერატორით იყო აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც ბონდს არა მხოლოდ მისკენ მიმართული ტყვიების ტრაექტორიის შეცვლა, არამედ მის კარუზოს (მადლენ სმიტი) კაბის შესაკრავის გახსნაც შეეძლო. აუქციონზე გატანილ საათს კინოგმირის ყველა მოდიფიკაცია, ცხადია, არა აქვს. თუმცა მისი ბრუნვადი ბეზელი მართლაც ცირკულარულ ხერხად გარდაიქმნა. სამწუხაროდ, მასში ფილმისათვის შეტანილი აუცილებელი მოდიფიკაციების გამო საათი დროს არ აჩვენებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3906.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.