პოლიტიკა: აშშ სამხრეთ ოსეთში არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს | საქართველოს ამბები | ||
აშშ არალეგიტიმურად მიიჩნევს არჩევნებსა და რეფერენდუმს, რომლებიც 13 ნოემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარდა. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა, იუწყება “GHN“. „აშშ საქართველოში სამხრეთ ოსეთის რეგიონში 13 ნოემბერს ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ლეგიტიმურობასა და შედეგებს არ აღიარებს. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიაღებული საზღვრების ჩარჩოებში“, - თქვა ტონერმა. მან ასევე მოუწოდა კონფლიქტის მხარეებსა და რუსეთს, დაიცვან შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3910.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.